თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2023, 11:40
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1064,
კომენტარები: 8
თავდამსხმელი 120 მილიონად
"იუნაიტედის" სკაუტების აღმოჩენა პორტუგალიაში.
თავდამსხმელი 120 მილიონად
ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი მიზანი თავდამსხმელის შეძენა, რომ იქნება ეს არახალია.

"წითელ ეშმაკებმა" შესაძლოა გონსალო რამოში შეიძინონ, ფეხბურთელი ამჟამად "ბენფიკას" რიგებში ირიცხება. იტყობინება Goal.

აღსანიშნავია, რომ რამოშის მოქმედ კონტრაქტში, რომელიც 2026 წლის შუა რიცხვებამდეა გათვლილი, 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ოფციაა დაფიქსირებული.

ეს კი მნიშვნელოვნად გაზრდილი თანხაა 21 წლის მოთამაშისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ გამხდარა ვარსკვლავი, ამიტომ "იუნაიტედი" აუცილებლად შეეცდება მოლაპარაკებას შესაძლო ნაკლები თანხით.

2022/2023 წლების სეზონის 36 მატჩში თავდამსხმელმა 24 გოლი გაიტანა და პარტნიორებს 10 საგოლე გადაცემა გაუკეთა.


რა აზრის ხართ შესაძლო ტრანსფერზე?

დადებითი
უარყოფითი

ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
28 მარტი 2023 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
მაგარი სტატისკიკა აქვს, მაგრამ ზოგადად პორტუგალიაში ზუსტად ამ სტატისტიკას "უქმნიან" რომ მერე ზუსტად ესეთი ასტრონომიული ფასები დაადონ. აგერ ენცოს მაგალითი ავიღოთ, მანამდე ნუნიესი და ა.შ.

მე მაინც მგონია რომ ყველაზე მეტად ოსიმენის ტრანსფერი წაადგება გუნდს.
0
№2
ავტორი: Mishiko82
28 მარტი 2023 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
რაამბავია 120 მილიონი ეს ფეხბურთელი რეალურად 60-70 მილიონზე მეტი არ ღირს, პორტუგალიაში კი აქვს შედეგი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ პრემიერ ლიგაშიც იგივეს იზამს, ჩემი აზრით მთელი ძალებით ოსიმენის ტრანსფერზე უნდა იმუშაონ.
0
№3
ავტორი: LASHQARA
28 მარტი 2023 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
მოიყვანონ და თუ გინდა 150 მიცენ, ძალიან მაგარი ახალგაზრდაა, დიდი მომავალი აქ უეჭველი და ბევრად მაღალი დონის გუნდში ეკუთვნის თამაში, დროულად წამოიყვანონ სანამ ვინმემ აგვახია am
0
№4
ავტორი: Old Red Devil
28 მარტი 2023 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
წამყვანი გუნდები არასოდეს ყოფილან 1 ფეხბურთელის გუნდი.ბენფიკა,დორტმუნდი და რავი ესეთი პაჭა-პუჭა გუნდები სერიოზულ პიარს რო უკეთებენ ზოგიერთს შემდგომი გაყიდვის მიზნით ეს ხომ ყველამ კარგად იცის.ბევრმა ჭამა ეგეთი.ტენ ჰაგმა არ მგონია ქნას.მითუნეტეს ეხერხება ხალხის გახსნა.პლუს ამას სანჩო და ანტონი ყავს ასაყომატებელი
0
№5
ავტორი: kashmara
28 მარტი 2023 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
სკოტი მიყვარხარ ესეც მეორე დუბლი ვინც ეს კაცი გაყიდოს მე იმის დედას….
0
№6
ავტორი: Kate
29 მარტი 2023 04:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: kashmara
სკოტი მიყვარხარ ესეც მეორე დუბლი ვინც ეს კაცი გაყიდოს მე იმის დედას….

ნახევარდაცვაში თამაშის აზრზე არ არის ეგ სკოტი ოღონდ, რეზერვებში თავდასხმაში თამაშობდა , მერე ვიღაცამ დაგვწყევლა და ჩამშლელ ნახევარმცველად გადააკეთა. უნდა წავიდეს, იქნებ ამ მილების გამო ცოტა ფასიც მოემატოს
0
№7
ავტორი: ikeoni
29 მარტი 2023 08:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
mainc jobia keinze da osimnze gaviwiot
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
2 აპრილი 2023 16:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მე ოსიმენი მირჩევნია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top