საკმაოდ დამაჯერებელი სადებიუტო სეზონის შემდეგ რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, "ნაპოლის" ცენტრალური მცველი კიმ მინი ისეთი ევროპული გიგანტის რადარზე მოხვდა როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია".
ინგლისური გრანდის გარდა კორეელის მომსახურებით არაერთი გრანდიც დაინტერესდა. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო აქვეყნებს.
მცველს და კლუბს ზაფხულში კონტრაქტში გათავისუფლების პუნქტის გააქტიურება შეეძლება, რომელიც 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ ამუშავდება თუ რა თქმა უნდა ახალი კონტრაქტი არ გაფორმდა.
"ნაპოლის" კიმთან კონტრაქტის გახანგრძლივება ზაფხულამდე სურს, რათა ფეხბურთელის დაკარგვის საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს. 26 წლის კორეელის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა იტალიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.