"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, მეისონ გრინვუდის ტრანსფერით თურქეთიდან ერთდროულად რამდენიმე კლუბი დაინტერესდა.
თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" თავიანთი აკადემიის კურსდამთავრებულის გაშვებაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ ჟურნალისტი ლორი უიტველი სოციალურ ქსელში იუწყება.
წყარო აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ამჟამად აგრძელებს საკუთარ გამოძიებას გრინვუდის მიერ მისი შეყვარებულის მიმართ ჩადენილ ქმედებაზე. მანამდე სასამართლომ ინგლისელი უდანაშაულოდ ცნო.
ინგლისური გრანდი არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელი სამსახურს მალე დაუბრუნდეს და ერთწლიანი პაუზის შემდეგ ვარჯიშს შეუდგეს
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.