ფრანგული "ლიონის" შემტევი ძალა მუსა დემბელე სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ფეხბურთელს აქვს შანსი კარიერა "ნისლიან ალბიონზე" გააგრძელოს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული. "წითელი ეშმაკები" დემბელეს კანდიდატურას ენტონი მარსიალის შემცვლელად განიხილავენ.
მუსას ტრანსფერის მიმზიდველობა იმაში გამოიკვეთება, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ინგლისელებს ერთი თეთრიც კი არ დაუჯდებათ.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 26 წლის თავდამსხმელმა 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.