22-03-2023, 15:44
ნანახია: 1328,
კომენტარები: 9
ლაზარეთიდან სიახლეა
ნიდერლანდელი ინდივიდუალურ სავარჯიშო პროცედურებში ჩაერთვება.
წლის დასაწყისში "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა დონი ვან დე ბეეკმა მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო.
25 წლის ფეხბურთელი უკვე დაბრუნდა სპორტდარბაზში, როგორც მან სოციალურ ქსელში განაცხადა.
ვან დე ბეეკის მიერ სავარჯიშო სესიების განახლება კარგია თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი ამ სეზონში მოედანზე დაბრუნებას შეძლებს.
საერთო მონაცემებით ნახევარმცველმა "მანჩესტერ იუნაიტედში" 60 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და პარტნიორებს ორი საგოლე გადაცემა გაუკეთა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ერიკ ტენ ჰაგის შეგირდები მესამე ადგილზე იმყოფებიან.
"წითელი ეშმაკები" მომდევნო მატჩს 2 აპრილს "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავენ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.