თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2013, 00:49
ავტორი: barcaman,
ნანახია: 2497,
კომენტარები: 14
ტიტანების შერკინება ფრედ დასრულდა
დღეს გაიმართა მანჩესტერ "იუნაიტედისა" და ლონდონის "ჩელსის" შეხვედრა, რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა.
ტიტანების შერკინება ფრედ დასრულდა
მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდი მოტივირებულია, მაგრამ ორივემ იცის, რომ საბოლოოდ რაღაც კომპონენტში რომელიმე დამარცხდება. ყველა, ის ვინც ქომაგის როლშია თავისი გუნდის გამარჯვებაშია დარწმუნებული და მართლაც თამაში ისე მიდის, რომ "იუნაიტედის" ფანებს სიხარულის უფლება ნამდვილად აქვთ. ჯერ ულამაზესი თაური დარტყმით ხავიერ ერნანდესი, ანუ ჩიჩარიტო აიღებს მეხუთე წუთზე "არისტოკრატების" კარს, ხოლო მატჩის 11-ე წუთზე თითქმის თამაშს წერტილს უსვამს უეინ რუნი თავისი ჯარიმითი. ზეიმობს მანჩესტერი და ტირის "ჩელსი", მაგრამ ეს ხომ ტიტანების ბრძოლაა და ეს ხომ ინგლისური გუნდების ჯახია,რომელშიც მოდუნება არ არსებობს და მართლაც, რომ არ მოდუნდა "ჩელსი", მაგრამ რა დაემართა ისეთ ბრძოლისუნარიან გუნდს, როგორიც მანჩესტერია ნამდვილად არ ვიცი. არაფერი მოასწავებდა, რომ ასეთი მაგარი პირველი ტაიმის შემდეგ მანჩესტერი საერთოდ გოლს გაუშვებდა, თუმცა 59-ე წუთზე ეს შემთხვევა დაუშვა ედენ ჰაზარმა და ანგარიში მინიმუმადე შეამცირა. პუბლიკა ანერვიულდა, ხოლო ნაწილს კი იმედი მიეცა, თუმცა საბოლოო ჯამში ეს არ იყო ფუჭი იმედი, რადგან 68-ე წუთზე რამირესის დარტყმა და პუბლიკა შოკშია. "ოლდ ტრაფორდი" დუმს-მატჩში ანგარიში თანაბრდება.რა ხდება ტრიბუნებზე, რა ხდება ფეხბურთელების და ფერგიუსონის გულებში რთული მისახვედრი არ არის, თუმცა ბიჭებმა იციან, რომ გლოვით საქმეს არ ეშველება-იბრძვიან,თუმცა აქ დროში ხარ და სწორედ მსაჯის სასტვენმა შეაწყვეტინა "წითლებს" ბრძოლა.ეს იყო მოკლე მიმოხილვა, მაგრამ ამ თამაშზე სასაუბრო და გასარჩევი ძალიან ბევრია. ყველაფერი იწყება ინგლისური, ანუ "გიჟური", სწრაფი ტემპით და მომენტალურად მრთავდება მსაჯის სასტვენისას.ეს თამაში არ ვიცი გავს, თუ არა იმ მატჩს, რომელიც მანჩესტერმა 3-3-ზე მოატრიალა, მაგრამ ფაქტია, რომ ლონდონელებმა ქამბექი გააკეთეს. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ვიყო ობიექტური, მაგრამ მანჩესტერის აშკარა მინუსი მოდუნება იყო და სწორედ ამან ითამაშა ფრეში გადამწყვეტი როლი. მანჩესტერ "იუნაიტედს" ჩვენ ვიცნობთ, როგორც მედგარ გუნდს და დხეს რა მოხდა არ ვიცი. ბიჭებს თავიდან "რეალთან" განცდილი მარცხი სულ არ ეტყობოდათ, მაგრამ მეორე ტაიმში მოაგონდათ, თუ რა მოხდა ეს უკვე მე არ ვიცი, თუმცა ძალიან მაინტერესებს.ახლა ის დროა, როცა ბიჭები უნდა გადაერთონ შემდეგ თამაშზე და დაივიწყონ ეს ცუდადმოსაგონარი შეხვედრა, თუმცა იმუშავონ იმ შეცდომების აღმოფხვრაზე, რომელიც მათ დღეს დაუშვეს. გამოუსწორებელი არაფერია, მითუმეტეს ისეთი გუნდისთვის, როგორიც მანჩესტერია. ფაქტია, რომ დღეს ყოველგვარი უსამართლობის გარეშე მანჩესტერმა პირველი ტაიმი საოცრად ითამაშა და მეორე ტაიმში რაღაც მოსწია თავს, მაგრამ აი რა დაემართათ ეს ალბათ მხოლოდ მათ იციან. ამის შემდეგ კი შედეგი ასეთი. "ოლდ ტრაფორზე" დღეს "იუნაიტედმა" ლონდონის "ჩელსისთან" ფრე 2-2 ითამაშა და ძალიან ბევრ დასწყვიტა გული, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება-"იუნაიტედი" ხომ მარცხს და ფრეს არ ეგუება და მუდამ გამარჯვებისკენ მიისწრაფვის!



სტატია მოამზადა მათე წიკლაურმა
სიახლეები, სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: buka oboladze
11 მარტი 2013 01:00
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ ავტორ ძალიან კარგად წერ სტატიებს, მსიამოვნებს რომ ვკითხულობ feel
0
№2
ავტორი: GeorgeBest
11 მარტი 2013 01:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩელსის ტიტანობა არ გაიშვას
0
№3
ავტორი: barcaman
11 მარტი 2013 01:09
  • სიახლეები: 21
  • კომენტარები: 33
GioO_o,
ორი დიდი გუნდის ბრძოლაზე ასე ითქმის და იმიტომ, რომ მანჩესტერს მოუტრიალა თამაში მაგაზე არ შეიძლება კრიტიკა.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
11 მარტი 2013 01:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
barcaman,
ჩემ სიტყვებში კრიტიკა ჩანს? ან სად ჩანს ის, რომ მანჩესტერს თამასი მოუტრიალა და მაგიტომ ვწერ ამას? არ გეკადრება ასეთი სტატიების ავტორს მსგავსი კომენტარები winked
0
№5
ავტორი: barcaman
11 მარტი 2013 01:15
  • სიახლეები: 21
  • კომენტარები: 33
GioO_o,
ორი ინგლისური გრანდის თამაშს ხო შემიძლია ვუწოდო ტიტანების შერკინება? ხოდა, თუ შემიძლია მაშინ ეს არის სულ და კრიტიკა რომ დავუფიქრდი მართლა უადგილოდ დამიწერია.
0
№6
ავტორი: reddevil
11 მარტი 2013 01:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
ნანის რა მოუვიდა ხო არ იცით ვინმემ...ძლივს დაბრუნდა am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!
№7
ავტორი: red devil
11 მარტი 2013 05:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
GioO_o,
da rato ar aris titani ver gavige mudam aris dava chelsis grandobastan dakavshirebit da bevri tvlis ro (matshoris mec) chelsi 21-e saukunis grandia.
0
№8
ავტორი: Tamara
11 მარტი 2013 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ჩელსის ტიტანობას გავარტყი
0
№9
ავტორი: don_vini
11 მარტი 2013 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
barcaman,
კარგ წასაკიტხ სტატიებს წერ .კარგიაა კარგი სტატიაააა derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№10
ავტორი: Wazza
11 მარტი 2013 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 161
განმეორებითი როდისა არის?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top