რუბენ ნევეში - ფეხბურთელი რომლის ასპარეზობაც წლების მანძილზე არაერთი დიდი გუნდის ინტერეეს იმსახურებდა, თუმცა ფეხბურთელი ამ დრომდე "ვულვზის" შემადგენლობაში რჩება.
ეს მოცემულობა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეიცვალოს და პორტუგალიელს კარიერაში ახალი შანსი მიეცეს.
26 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგისა და მსოფლიო ფეხბურთის ორი გიგანტი "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" იჩენენ.
ნახევარმცველს კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება. ინფორმაციას Football Insider-ის საინფორმაციო გვერდები იუწყებიან.
ცნობილია ასევე, რომ პორტუგალიელმა უარი თქვა "ვულვერჰემპტონთან" ხელშეკრულების განახლებაზე, ამიტომ კლუბი მზადაა ფეხბურთელი მომავალ სატრანსფერო ფანჯარაში გაყიდოს.
რუბენ ნევესის ღირებულება Transfermarkt-ის შეფასებით 40 მილიონი ევროა.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.