ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელი რანდალ კოლო-მუანი შესაძლოა სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაიყიდოს.
ფრანგი ფეხბურთელით ბევრი გიგანტია დაინტერესებული, თუმცა გერმანელების მოთხოვნების გამო მისი შეძენა მომავალ ზაფხულში ადვილი არ იქნება.
ჟურნალისტ კრისტიან ფალკის თქმით, მხოლოდ 120 მილიონი ევროს შეთავაზება აიძულებს კლუბის ხელმძღვანელობას 24 წლის თავდამსხმელის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადონ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთელის შეძენის მთავარ კანდიდატად რჩება, თუმცა კონკრეტული წინადადებები ჯერ არ გაკეთებულა.
კოლო მუანი Transfermarkt-ის ექსპერტების მიერ 37 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 16 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა 34 მატჩში.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.