Mirror ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" შესთავაზებს ერიკ ტენ ჰაგს ახალ კონტრაქტს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება კლუბის ახალი მფლობელი.
როგორც უკვე მოგეხსენებათ ინგლისურ გრანდს სულ მალე ახალი მფლობელი ეყოლება.
გამოცემის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ ტენ ჰაგს განუცხადა, რომ სურთ მისი დაჯილდოვება გაწეული სამუშაოსთვის და უკვე ამზადებენ შეთავაზებას 3-წლიანი კონტრაქტის გასაგრძელებლად, რომელიც ერიკმა გასულ ზაფხულს გააფორმა.
ამავდროულად, აღნიშნავენ, რომ შეიხ ჯასიმსაც და ჯიმ რეტკლიფსაც სჯერათ, რომ ტენ ჰაგი არის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" შერჩეული მართებული მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია დააბრუნოს კლუბი მწვერვალებზე..
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.