"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ვუთ ვეჰორსტმა განაცხადა, რომ აპირებს ინგლისის ასოციაციის თასის მოგებას "წითელ ეშმაკებთან" ერთად.
"ჩვენ გვსურს ვითამაშოთ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში "უემბლიზე". ლიგის თასის ფინალში "ნიუკასლთან" მატჩი ჩვენთვის კარგი გამოცდილება იყო. იქ შესანიშნავი ატმოსფეროა.
გუნდს საუკეთესო სურს, გვსურს მეტი ტიტულის მოპოვევა. "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ", - ავრცელებს ჰოლანდიელის სიტყვებს კლუბის პრეს-სამსახური.
დღეს, 19 მარტს, "მანჩესტერ იუნაიტედი" ქვეყნის თასის მეოთხედფინალში ლონდონის "ფულჰემს" შეხვდება. მატჩის სასტარტო სასტვენი თბილისის დროით 20:30 საათზე გაისმება.
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.