საფრანგეთის ნაკრებისა და კატალონიური "ბარსელონას" შემტევ ნახევარმცველს უსმან დემბელეს "ნისლიან ალბიონზე" შეუძლია კარიერის გაგრძელება. ამის შესახებ Calciomercato-ს საინფორმაციო გვერდებზე წერია.
ფრანგი გარემარბის მომსახურებით ინგლისის პრემიერ ლიგის სამი წარმომადგენელია დაინტერესებული.
საუბარია "მანჩესტერ იუნაიტედზე", "ნიუკასლზე" და ლონდონის "ჩელსიზე". პოტენციური სატრანსფერო თანხა 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
უსმანი "ბარსელონაში" 2017 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი "ლურჯბროწეულისფერებთან" 2023/2024 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.
დემბელემ ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.