"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს, იტყობინება ცნობილი საფეხბურთო გურუ და ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ცნობით, ამჟამად 24 წლის ნიგერიელით ყველაზე მეტად დაინტერესებული კლუბები "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "პსჟ" და "ბაიერნიც" იჩენენ.
თავდამსხმელის მოქმედი კონტრაქტი "ნაპოლისთან" 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. პორტალი Transfermarkt ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელს 70 მილიონ ევროდ აფასებს.
ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "ნეაპოლიტნელთა" შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.