კატალონიური "ბარსელონას" ნახევარმცველი ფრენკ კესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შესაძლოა ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში გადავიდეს.
კოტ'დივუარელმა მოთამაშემ ხავის კლუბში სრულყოფილად რეალიზება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა, სიტუაციას კი იტალიის სერია A-სა და ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენლები აკვირდებიან.
Mundo Deportivo-ს ცნობით, 26 წლის ნახევარმცველი "მანჩესტერ იუნაიტედის", ლონდონის "ტოტენჰემისა" და გრემ პოტერის "ჩელსის" ინტერესთა სფეროშია მოქცეული.
"არისტოკრატები", ფეხბურთელს ნ'გოლო კანტეს შემცვლელად განიხილავენ, რომელსაც კონტრაქტი ჯერ არ გაუგრძელებია.
ფრენკ კესის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის ექსპერტებმა 35 მილიონ ევროდ შეაფასეს. ნახევარმცველს "ბარსელონასთან" ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.