16-03-2023, 08:17
ნანახია: 901,
კომენტარები: 3
ფერგიუსონის სახალისო პასუხი ჟურნალისტს
სერ ალექსი ჩვეულ ფორმაშია.
გამოკვეთილი ორი ფავორიტი, "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" ინგლისის ჩემპიონობის ყველაზე რეალური კანდიდატები მიმდინარე სეზონში.
ამჟამად ლონდონელები სატურნირო ცხრილს ლიდერობენ, თუმცა წინ ჯერ კიდევ დიდი სატურნირო მანძილია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ სერ ალექს ფერგიუსონმა კლუბის გულშემატკივრები ტიტულის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხით ჩვეულ სტილში გაახარა.
ჟურნალისტი: "მანჩესტერ სიტი" თუ "არსენალი, სერ ალექს?
”მე ეს არ მაინტერესებს",- განაცხადა მოკლედ და კონკრეტულად ღიმილით ლეგენდარულმა შოტლანდიელმა ITV Racing-ის მიერ ნაჩვენები ვიდეოში.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლოს ინგლისის ჩემპიონი 2012/2013 წლების სეზონში გახდა. ეს გახლდათ ალექს ფერგიუსონის ბოლო სეზონი გუნდის სათავეში.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.