"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა გუნდის ცენტრალური მცველის ვიქტორ ლინდელოფის მომავალის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობილი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ცნობით, ჰოლანდიელ სპეციალისტს შვედის გუნდში დარჩენა სურს. სპორტული პრესა აქამდე 28 წლის ლინდელოფს "ინტერსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" უკავშირებდნენ.
ვიქტორ ლინდელოფი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2017/2018 წლების სეზონიდან ასპარეზობს. მას შემდეგ შვედმა "წითელ ეშმაკთა" შემადგენლობაში 216 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და პარტნიორებს ექვსი საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ცნობისთვის ვიქტორ ლინდელოფს transfermarkt-ის ექსპერტები 15 მილიონ ევროდ აფასებენ.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.