მომავალი სეზონიდან, ინგლისური გრანდის რიგებში მოასპარეზე შვედი ფეხბურთელი ემტონი ელანგა კლუბს დატოვებს.
Manchester Evening News-ის ჟურნალისტის სამუელ ლუკჰერსტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ფეხბურთელის იჯარის წესით გასხვისება გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ ზამთარში "მანჩესტერ იუნაიტედი" ცდილობდა ელანგას სხვა გუნდში მიბმას, რათა ახალგაზრდა შვედს სათამაშო პრაქტიკა მიეღო.
ენტონის "ევერტონში" გადასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ტენ ჰაგმა ფეხბურთელს არ ურჩია გადასულიყო გუნდში, რომელიც კრიზისშია და გადარჩენისთვის იბრძვის.
ელანგა რალფ რანგნიკის ფორმაციის ერთ ერთი ძირითადის წევრი ფეხბურთელი გახლდათ თუმცა ნიდერლანდელის მოსვლის შემდეგ ენტონი ღრმა რეზერვში ჩაჯდა.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.