ინგლისში გადმოსვლის შემდეგ 7 თვე გავიდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელმა ლეგიონერმა კაზემირომ კი ამ ხნის მანძილზე მეორედ წითელი ბარათი მიიღო.
იმდენივე რაც მადრიდის "რეალში" რვა წლის განმავლობაში ერთადაღებული, უიღბლობა თუ უბრალოდ ადაპტაცია ინგლისურ წესებთან, თუმცა რეალობა ესეთია ბრაზილიელი გუნდს მომდევნო 4 მატჩში ვერ დაეხმარება.
გუნდის ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა თვლის, რომ კაზემიროს არ გაუმართლა, ამასთან, მსაჯი მას ძალიან მკაცრად მოექცა.
"ვფიქრობ, კაზემიროს უბრალოდ არ გაუმართლა. სურდა ბურთზე ეთამაშა თუმცა მოწინააღმდეგის ფეხმა მიმართულება შეცვალა. მსაჯებს არ აქვთ თანმიმდევრულობა თავიანთ გადაწყვეტილებებში.
არის მომენტები როდესაც წითელ ბარათი მსგავს შემთხვევებში არ დაფიქსირებულა. სამწუხაროა კაზემირო ოთხ მატჩს გამოტოვებს, თუმცა მისი შემცვლელი გვყავს", - ციტირებს დე ხეას სიტყვებს Sky Sports.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.