ინგლისის ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებას ვერ ახერხებს.
თუმცა შეიძლება მარტივად ითქვას, რომ ოთხეულს საფრთხე არ ემუქრება რასაც ვერ ვიტყვით საჩემპიონო შანსების ქონაზე.
"წითელი ეშმაკები" საშინო მოედანზე "წმინდანებს" დაუზავდნენ. კაზემიროს წითელი ბარათის შემდეგ ათი კაცით დარჩენილმა გუნდმა 1 ქულის მოპოვება მაინც შეძლო.
გუნდის ნიდერლანდელმა მენეჯერმა ერიკ ტენ ჰაგმა შეაქო თავისი გუნდი ხასიათის გამოვლენისთვის. ის ასევე თვლის, რომ მის "იუნაიტედის" სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო.
"ჩემი დიდი კომპლიმენტები გუნდს. მათ აჩვენეს თავიანთი ხასიათი. დიდხანს მოგვიწია დანაკლისით თამაში.
რაც შეეხება თერთმეტმეტრიანს, ის აუცილებლად უნდა დანიშნულიყო არ მესმის რატომ არ ჩაერია Var - ი საქმეში.
კაზემიროს არყოფნა ტრაგედია არ იქნება. ჩვენ მოვახერხებთ როტაციას. საბოლოო ჯამში მსაჯმა, რა თქმა უნდა, მოახდინა გავლენა ამ თამაშზე",- ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს Sky Sports.
ინტერვიუები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.