როგორც უკვე მოგეხსენებათ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი პრემიერ ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
"წითელი ეშმაკების" ბომბარდირისთვის ეს მესამე ასეთი ჯილდოა 2022/2023 წლების სეზონში.
მანამდე, პრემიერ ლიგის ერთი და იმავე სეზონის განმავლობაში, მხოლოდ ერთმა მოთამაშემ მოახერხა თვის საუკეთესო მოთამაშის მოპოვება სამჯერ.
ეს გახლდათ "ლივერპულის" ფორვარდი მოჰამედ სალაჰი 2017/2018 წლების სეზონში.
მარკუს რაშფორდს აქვს კიდევ სამი გაზაფხულის თვე, რათა სცადოს მოჰამედ სალაჰის ჩამოტოვება და პრემიერ ლიგის ახალი რეკორდის დამყარება.
ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედი" 12 მარტს გამართავს, ერიკ ტენ ჰაგის შეგირდები საკუთარ მოედანზე "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდებიან.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.