პაულო დიბალა - ძველი სამიზნე ახალ სატრანსფერო სიაში. ერიკ ტენ ჰაგი არგენტინელ ფეხბურთელს უთვალთვალებს.
მოქმედი კონტრაქტით პაულოს გამოსასყიდი თანხა მისი ამჟამინდელი კლუბიდან 12,5 მილიონი ევროა.
რამდენიმე კლუბი უკვე იკვლევს ამ პუნქტის გააქტიურების შესაძლებლობას, თუმცა პრესის ფურცლებს თუ დავეყრდნობით "მანჩესტერ იუნაიტედი" ამჟამად ფავორიტად ითვლება 29 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში, იუწყება Goal.Com
Transfermarkt-ის ექსპერტები პაულო დიბალას ღირებულებას 30 მილიონ ევროდ აფასებენ. მიმდინარე სეზონში მან 26 მატჩში პირად აქტივს 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შემატა.
ჭორები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.