"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ანტონი მარსიალი, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს გუნდს დატოვებს.
ინსაიდერ სამუელ ლუკჰერსტის თქმით, "წითელ ეშმაკებს" ფრანგთან განშორება სურთ.
კლუბის მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი ენტონის, მომავალში თავისი პროექტის ნაწილად ვეღარ ხედავს, თუმცა ფრანგი უშანსოდ არ ყოფილა, მენეჯერის მხარდაჭერა და შანსი მან ზაფხულში მიიღო, რის წყალობითაც ამ სეზონში გუნდში დარჩენის დრო გამოიმუშავა.
მარსიალი არაერთხელ იღებდა ახალ ტრავმებს, რის გამოც მან გუნდის მატჩების უმეტესობა გამოტოვა.
პრემიერ ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მარსიალმა ცხრა მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.