"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი პრემიერ ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მარკუსისთვის ეს ზედიზედ მეორე ასეთი ჯილდოა ხოლო სეზონში მესამე - ის ასევე საუკეთესოდ აღიარეს გასული წლის სექტემბერში.
მიმდინარე წლის მეორე თვეში რეშფორდმა პრემიერ ლიგის ოთხ მატჩში 5 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მარკუსმა ასევე მიიღო კლუბის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო თებერვალში, "იუნაიტედის" გულშემატკივრების კენჭისყრის შედეგების მიხედვით.
თავის მხრივ თვის საუკეთესოს ჯილდოები პრემიერ ლიგის ეგიდით ერიკ ტენ ჰაგმა და დავიდ დეხეამაც მოიპოვეს
წლის მეორე თვეში, "იუნაიტედმა", ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით, პრემიერ ლიგაში "კრისტალ პალასი" (2:1), "ლიდსი" (0:2) და "ლესტერი" (3:0) დაამარცხა და კიდევ ერთი მატჩი ფრედ დაასრულა ასევე "ლიდსთან" (2:2).
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.