ესპანურ კლუბთან ჩატარებული მატჩი მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის ბრუნო ფერნანდეშისათვის.
მანამდე იყო შეხვედრა "ლივერპულთან" და მარცხი გამანადგურებელი ანგარიშით, სადაც კლუბის რვიანმა ყველაზე ცუდი შეფასება და კრიტიკის ქარცეცხლი მიიღო.
"ბეტისთან" შეხვედრის დასრულების შემდეგ კი "მაგნიფიკომ" ყველაზე მაღალი დადებითი შეფასება მიიღო და საკუთარი მენტორისაგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა.
"ბრუნომ წარმოუდგენლად ითამაშა. ამ მატჩში მან მთელ გუნდს უხელმძღვანელა და გოლიც გაიტანა.
ვფიქრობ, ორივე ტაიმში კარგად ვითამაშეთ. შესვენებამდე ანგარიში 3 ამდე უნდა გაგვეზარდა, იყო მომენტები, შემდეგ კი მოხდა პირიქით შეცდომა დავუშვით საკუთარ ბადეში მივიღეთ ბურთი.
დღეს ფეხბურთელები დიდი სულისკვეთებით მოქმედებდნენ. ყოველთვის სასიამოვნოა ასეთი რეაქცია წარუმატებლობის შემდეგ ( იგულისხმება "ლივერპული").
ეს არ არის პირველი შემთხვევა ამ სეზონში, როცა "გადატვირთვა" გვჭირდება. ამ გუნდს აქვს ხასიათი", - განაცხადა ტენ ჰაგმა BT Sport-თან ინტერვიუში.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.