10-03-2023, 07:32
ნანახია: 886,
კომენტარები: 4
მთავარი მიზანი ზაფხულში
კლუბს თავდამსხმელი სჭირდება.
"ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სიას ლიდერობს.
"წითელი ეშმაკები" 29 წლის ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ეცდებიან, ჰარის "სპურსთან" კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.
The Guardian-ის ცნობით, სწორედ კეინი არის ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მიზანი მომავალი სატრანსფერო ფანჯრისთვის.
ერიკ ტენ ჰაგს სურს იხილოს ახალი თავდამსხმელი თავის გუნდში, რადგან ვაუთ ვეგჰორსტის იჯარა სეზონის ბოლოს დასრულდება.
Transfermarkt-ის ცნობით, ჰარი კეინის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონი ევროა. ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.