როი კინი თვლის, რომ "იუნაიტედი" მოდუნდა და სწორედ ამით აიხსნება გუნდის არასახარბიელო გამოსვლა "ენფილდზე".
"მანჩესტერ იუნაიტედს" რათქმა უნდა თვალს ვადევნებდი , გასულ კვირას მათ მოიგეს თასი, ზეიმი და ეს ყველაფერი. შემდეგ "ვესტ ჰემის" თამაშზე ვიყავი... შემიძლია ვთქვა , რომ ახლა ცირკი ისევ ქალაქში დაბრუნდა"
ყოველთვის ვცდილობდი ეს არ დამეშვა , როდესაც ფეხბურთელი ვიყავი - არ უნდა მისცე უფლება მოგებებს, რომ თავბრუ დაგახვიოს. უნდა დაიმახსოვრო, რომ შეიძლება ნებისმიერ მომენტში ესეთი მნიშვნელოვანი თამაში თავდაყირა დადგეს. მე დავინახე, როგორ მივიდნენ ფეხბურთელები სტადიონზე დღეს.
დავინახე, რომ რამდენიმე ფეხბურთელი პირველი ტაიმის შემდეგ ტოვებდა მოედანს და ხუმრობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი "ენფილდზე" 1-0 აგებდნენ. მათ ხუმრობები გაცვალეს სტადიონის თანამშრომლებთან, მეკარეების მწვრთნელთან.
ასეთი ფაქტების ყურება მიჭირს. როგორც ჩანს, მათი ცირკი ისევ დაბრუნდა და მწვრთნელი როგორც უფროსი ვალდებულია ასეთი დეტალები აკონტროლოს.
ასევე იყო, სულელური საქციელები "ოლდ ტრაფორდზე" "ვესტ ჰემის" მატჩის წინ. პრეზენტაციები თასისა , რომელიც მოიგეს. მესმის , გულშემატკივრებისთვის ერთხელ ან ორჯერ თასის ჩვენება, მაგრამ მათ ეს ყველაფერი ხუთჯერ გააკეთეს".- განუცხადა კინმა Sky Sports-ს.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.