გამანადგურებელი მატჩის შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" ნამდვილი ცივი შხაპი მიიღეს, ანგარიში რომელიც ერიკ ტენ ჰაგის გუნდს არ ეკადრებოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად ერიკ ტენ ჰაფის მატჩისშემდგომ კომენტარს შემოგთავაზებთ.
კოლაფსი მეორე ტაიმში
მატჩის წაგება შეიძლება, მაგრამ არა ისე, როგორც ეს მეორე ტაიმში გავაკეთეთ. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მატჩის საუკეთესო მომენტები შევქმენით, მაგრამ შემდეგ შეცდომა დავუშვით . მეორე ტაიმში კი უბრალოდ არაპროფესიონალურად ვიმოქმედეთ და ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ. მეორე ტაიმში სხვა გუნდმა ითამაშა, ნამდვილად არა ჩვენმა. ეს არ იყო ჩვენი სტანდარტები და საერთოდ არ იყო გუნდი.
ძალიან გაბრაზებული ხარ?
- კი, რა თქმა უნდა და გაოცებულიც კი. ბოლო კვირებში და თვეებში ვნახე გუნდი, რომელსაც ნამდვილად აქვს გადაწყვეტილი გამარჯვება და დღეს მეორე ტაიმში მსგავსი დამოკიდებულება არ ყოფილა.
გულშემატკივრებს ვუღალატეთ
საქმე მხოლოდ ერთ-ორ მოთამაშეს არ ეხებოდა. 11-ვე ადამიანმა, მთელმა გუნდმა უბრალოდ თავი დაკარგა. ეს არაპროფესიონალურია და მას არაფერი აქვს საერთო "მანჩესტერ იუნაიტედთან". ჩვენ ძალიან განსხვავებული სტანდარტები გვაქვს. ყოველი მარცხი მტკივნეულია, მაგრამ ასეთი დიდი და თუნდაც "ლივერპულისგან", ტკივილს უფრო აძლიერებს. ჩვენ გულშემატკივრებს ვუღალატეთ და ეს ყველაზე მეტად მაღიზიანებს. ტრიბუნებზე მყოფებს ძალიან გაუჭირდათ და მადლობა უნდა გადაგვეხადა. და, რა თქმა უნდა, ვერ გავამტყუნებ მათ, ვინც მატჩის დასრულებამდე დატოვა სექტორი, რადგან ეს მართლაც ამაზრზენი თამაში იყო ჩვენი მხრიდან.
დაღლილობა საბაბია?
არა, დღევანდელ მარცხთან არაფერ შუაშია, რადგან ოთხი დღის წინ, შვიდი დღის წინ გვქონდა თამაში და მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს ყველაფერი თავშია. ჩვენ ვიცოდით, რომ "ლივერპული" კარგი გუნდი იყო და როცა მათ წინააღმდეგ 1-0 მარცხდები, თავი არ უნდა დაკარგო. დაცვაში სწორი გადაწყვეტილებების მიღება შევწყვიტეთ და ვიმეორებ - ეს უბრალოდ არაპროფესიონალური იყო.
უნდა იბრძოლო
შეიძლება გვქონდეს წარუმატებლობები, მაგრამ არ უნდა მივცეთ გუნდის სრული დაშლის საშუალება. უნდა გავაგრძელოთ სამუშაო და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები თამაშისას. უნდა ვიბრძოლოთ და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს. ასეთ თამაშში, უბრალო ინდივიდუალურ მოთამაშეთა ნაკრები არ უნდა შევიდეს მოედანზე.
ჩვენ გვჭირდება ღირსეული პასუხი
მგონი, ყველამ გაიგო, რაც გასახდელში ვთქვი. რომ ასეთი თამაში მიუღებელია. ეს არის დიდი მარცხი პრინციპულ მეტოქესთან, ძალიან მტკივნეული ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მხოლოდ ერთი მატჩია და აუცილებლად დავბრუნდებით. ეს გუნდი საკმარისად ძლიერია გადატვირთვისა და წინსვლისთვის. მე ვიცნობ ჩემს ფეხბურთელებს, მათ აქვთ ხასიათი. მათ შეუძლიათ დაბრუნდნენ და ამას გააკეთებენ", - აცხადებს დასასრულს ნიდერლანდელი სპეციალისტი.
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.