დავიდ დე ხეა იყო პირველი "იუნაიტედის" ფეხბურთელი, რომელმაც "ლივერპულთან" კატასტროფულ მარცხზე რეაგირება მოახდინა.
”მე ვიცი, რომ ჩემი გზავნილი არ არის შესაფერისი ასეთ დღეს. ეს იყო ნამდვილი კატასტროფა ჩვენთვის.
ეს არ უნდა მომხდარიყო, განსაკუთრებით იმ გზის გათვალისწინებით, რომლითაც ახლა ვმოძრაობთ. ჩვენ წარმოვადგენთ ამ გერბს და ეს არის სერიოზული პასუხისმგებლობა, ახლა ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ.
წინ ბევრი მატჩი გველის და მათზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება",-წერს დავიდი სოციალურ ქსელში