"იუნაიტედის" ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი პრესტიჟულ Laureus World Sports Awards- ზე "წლის დაბრუნების" ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
კრისტიანს ევრო 2020-ის ტურნირზე, ერთ ერთი მატჩის მიმდინარეობისას გული გაუჩერდა.
ამის შემდეგ იყო მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი რის შემდეგაც მკერდში "კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის" დაყენების შემდეგ იგი მოედანს დაუბრუნდა და წარმატებით წარმოადგენს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და დანიის ეროვნულ გუნდს.
ჯილდოს გამარჯვებულს შეარჩევენ Laureus World Sports Academy-ის წევრები, რომელშიც შედიან ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიო რეკორდსმენები და მრავალი სხვა დიდი სპორტსმენები, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა სერ ბობი ჩარლტონი.
Laureus World Sports Awards 2023-ის გამარჯვებულები ამ გაზაფხულზე გამოვლინდებიან.