ფორმის პიკში მყოფი "ვარსკვლავბიჭუნა", ერიკ ტენ ჰაგის ხელში გოლების მანქანად ქცეული დამრტყმელი ძალა - ეს მარკუს რეშფორდია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა შეტევის ხაზის ერთ ერთი ლიდერი თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ეს ზედიზედ მესამე ჯილდოა "იუნაიტედის" თავდამსხმელისთვის, რომელიც ასევე საუკეთესოდ აღიარეს დეკემბერსა და იანვარში.
ჯილდოს პრეტენდენტთა შორის იყო კაზემირო რომელიც სერიოზული კონკურენტი იყო მარკუსისთვის, მოპოვებული ხმების 42%- ით თუმცა, საბოლოოდ, გამარჯვება რეშფორდს ერგო, რომელმაც 5%-ით მეტი ხმა მიიღო. ასევე ფრედს ხმა მისცა გამოკითხულთა 11%-მა.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.