"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა გარი ნევილმა გააზიარა მოლოდინები რომელიც მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით აქვს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ პრემიერ ლიგის ეგიდით "წითელი ეშმაკები" იურგენ კლოპის "ლივერპულს" სტუმრად "ენფილდზე" დაუპირისპირდებიან.
"ვფიქრობ, "მანჩესტერ იუნაიტედი" შეეცდება უფრო ხშირად შეტევას ტრენტ ალექსანდრ არნოლდის ფლანგზე.
როგორც მოგეხსენებათ ეს ფლანგი ლუკ შოუსია, ასევე მარკუს რაშფორდიც, რომელიც ახლა შესანიშნავ ფორმაშია.
"ლივერპულის" დაცვა მთლიანობაში ძალიან დაუცველია ამ სეზონში, ამიტომ ტენ ჰაგი აუცილებლად მოამზადებს სხვადასხვა ვარიანტებს", - ციტირებს ნევილის სიტყვებს Daily Mail.
შეგახსენებთ რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში გუნდების პირველ დაპირისპირებაში "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპული" 2:1 დაამარცხა.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.