Sky Sports-ის ექსპერტი პოლ მერსონი თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონობის ამბიციებს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში "ლივერპულის" სტუმრად დამარცხებას შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ერიკ ტენ ჰაგის გუნდი პირველ ადგილოსან "არსენალს" 11 ქულით ჩამორჩება.
"თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" შეძლებს და დაამარცხებს "ლივერპულს", გუნდი სატიტულო რბოლაში დარჩება.
მერსისაიდელებისთვის ეს გამარჯვება ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან შემდეგ გუნდი მეოთხე ადგილს მიუახლოვდება", - განაცხადა მერსონმა დასასრულს.
კლოპის გუნდი ამჟამად ოთხეულს ექვსი ქულით ჩამორჩება.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.