"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის მარკუს რეშფორდის ბოლოდროინდელ წარმატებაზე თავისი აზრი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააზიარა და ინგლისელის მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.
25 წლის ფეხბურთელმა ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების და განახლებული სეზონის შემდეგ ყველა ტურნირზე ერთადაღებული 17 გოლი გაიტანა რაც საუცხოო შედეგია.
ამ დროისთვის ის "წითელი ეშმაკების" ბომბარდირთა სიას 25 ზუსტი დარტყმით ლიდერობს.
"ლივერპულის მენეჯერისგან "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელზე ხშირად არ გესმით მსგავსი რამ, მაგრამ მე ბედნიერი ვარ მარკუსის გამო.
მის მიერ დადგმული სპექტაკლები ბოლო ორი თვის განმავლობაში წარმოუდგენელი იყო", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა პრეს-კონფერენციაზე.
ლივერპული - მანჩესტერ იუნაიტედი 5 მარტს
ინტერვიუები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.