თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2023, 08:22
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 875,
კომენტარები: 2
ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ
ნიდერლანდელის მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის 1/8 ფინალის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" დამაჯერებელი ანგარიშით "ვესტ ჰემს" სძლია და მეოთხედფინალის საგზურიც გაიფორმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად თავისი კომენტარი "წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა გააკეთა რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

"რთული მატჩი იყო, განსაკუთრებით ლიგის თასის ფინალის მოგების შემდეგ. ყოველთვის რთულია შამპანურის გახსნის შემდეგ სამსახურში დაბრუნება.

მაგრამ ჩვენ შევძელით მოგება ჩვენი შესაძლებლობებისადმი ნდობის წყალობით.

გარნაჩოს გოლი შესანიშნავი იყო, ხედავდით, როგორ უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა თამაშის მიმდინარეობისას, ის იყო რეალური საფრთხე, ძნელი იყო მისი გაჩერება.

ზოგადად, თამაშის ბოლო ნახევარი საათი შესანიშნავად მოქმედებდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ მატჩს მოვიგებდით",
- ციტირებს BBC Sport ტენ ჰაგის სიტყვებს
ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
2 მარტი 2023 10:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
saocari kaci xar erik ❤
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
5 მარტი 2023 15:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ნებისმიერი თამაშის მოგება შეუძლია უკვე გუნდს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top