თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2023, 19:04
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1026,
კომენტარები: 11
ტენ ჰაგის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია
ნიდერლანდელი მატჩის წინ.
ტენ ჰაგის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია
დღეს, თბილისის დროით 23:45 სთ-ზე ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშება აიღებს სტარტს.

თავის შეხვედრას ერიკ ტენ ჰაგის "მანჩესტერ იუნაიტედიც" გამართავს რომელიც დევიდ მოიესის "ვესტ ჰემს" უმასპინძლებს.

გთავაზობთ ნიდერლანდელი სპეციალისტის წინასამატჩო პრეს-კონფერნეციას სრულად.

გუნდის სიახლეების შესახებ

"ენტონი მარსიალი ისეც მიუწვდომელია.
ლუკ შოუსა და ფრედის ხვალინდელ მატჩში მონაწილეობა საეჭვოა.

როტაცია

მოდით კიდევ ერთხელ განვმარტოთ, მხოლოდ 11 მოთამაშით ვერაფერს მოიგებ, საჭიროა ცვლილებები რათა შემადგენლობამ მცირე დასვენების დრო მიიღოს. მოთამაშეს შეუძლია შევიდეს მთელი მატჩისთვის ან მიეცეს მცირე დრო სათამაშოდ, მაგრამ ჩვენ ყველა ჩვენი მოთამაშე გვჭირდება მზადყოფნაში. უნდა შევძლოთ და დინამიკა შევცვალოთ და ეს მხოლოდ ყველა ხელმისაწვდომი მოთამაშის გამოყენებით შეიძლება.

ვიცი, რომ ჩემი შემადგენლობა მზად იქნება. ყველა, ვინც მოედანზე შედის, პასუხისმგებლობას სრულად იღებს თავის თავზე, ისინი საკუთარი პოზიციისთვის ბრძოლა აგრძელებენ.

თამაში ყველას სურს, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ის ხვდება, ვინც საუკეთესო ფორმაშია. ეს მაგუაირსაც ეხება - როდესაც კარგად ითამაშებს, შეიძლება რომ თერთმეტეული დაიმსახუროს.

სატიტულო აღნიშვნის შესახებ

- არა, ზეიმი აღარ იქნება, უკვე სამსახურში დავბრუნდით. რა თქმა უნდა, გუშინ ფეხბურთელები კვლავ ემოციურები იყვნენ, ამ მომენტის აღნიშვნა სჭირდებოდათ, მაგრამ მას შემდეგ რაც ყველაფერი დაწყნარდა, აღდგენის ჩვეულ პროცედურებს დავუბრუნდით. შედარებით დასვენებულნა შემადგენლობამაც, კარგი ვარჯიში ჩაატარა.

სეზონის ცუდად დაწყების შემდეგ დაბრუნება

დრო სჭირდება იმის გაგებას, თუ როგორ გავაგრძელებთ. შეუძლებელია დაუყოვნებლივ დაეუფლო ყველა პრინციპს და წესს, ეს არის სერიოზული ყოველდღიური სამუშაო და ამ ტრენინგის შედეგები შეიძლება საერთოდ არ მოგწონოთ ან მოგეწონოთ.
ასე რომ, როდესაც სეზონის დასაწყისში წავაგეთ, პანიკაში არ ვიყავი და ვიცოდი, რომ ეს პროცესის ნაწილი იყო. იმ კვირებში ბევრი რამ ვისწავლეთ.

რა თქმა უნდა, წაგება ყველას სძულს, მაგრამ დამარცხებისგან გაკვეთილი ყოველთვის უნდა ისწავლო. ხვდები შენს შესაძლებლობებს, ხედავ შენს ნაკლოვანებებს და შეგიძლია ამ ყველაფერთან მუშაობა.

"ლივერპულთან" მატჩის შესახებ

ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ახლა "ენფილდზე" არ ვფიქრობთ. აქამდე გასახდელში ყველა მატჩისადმი სწორი დამოკიდებულება გვქონდა. თქვენ თქვით, რომ "ლივერპულთან" მატჩი ყველაზე დიდი მატჩია, მაგრამ "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩი ხომ არ იყო დიდი? ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პრინციპის დაცვას და თამაშიდან თამაშში გადავდივართ", - აცხადებს დასასრულს ტენ ჰაგი
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
1 მარტი 2023 19:19
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
როტაციები იქნება სავარაუდოდ
0
№2
ავტორი: Old Red Devil
1 მარტი 2023 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
მეეჭვებოდა მარა ეხლა მჯერა რომ ლონდონელებსაც ჩაახრიალებენ
0
№3
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2023 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ra swori midgoma aqvs am kacs da rogor male daetyo gunds xeli ❤
0
№4
ავტორი: dzia_David
1 მარტი 2023 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
7 კაცი ისვენებს, ეს ვან დე ბეეკი და ერიქსენიც იყვნენ უკვე დაბრუნებულები რა მაგარი იქნებოდა. ბრუნოც ამოისუნთქებდა თან ცოტას
0
№5
ავტორი: Shreki30
1 მარტი 2023 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 171
ბიჭებო თამაშს სად უყურო? სეტანტას აპლიკაციაში არაა
0
№6
ავტორი: GLORYMANUTD
1 მარტი 2023 22:47
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 25
SCORE808. მე ამაზე ვუყურებ
ციტატა: Shreki30
ბიჭებო თამაშს სად უყურო? სეტანტას აპლიკაციაში არაა
0
№7
ავტორი: Svanchester
1 მარტი 2023 23:13
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ლინდელოფი მაგუაიერით როგორ ვმოძრაობდით საერთოდ, გამოგვაძრო დავითამ
1
№8
ავტორი: Lev
2 მარტი 2023 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ესეც ქამბექი და კიდევ ერთი ნაბიჯი მეორე თასისკენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№9
ავტორი: Svanchester
2 მარტი 2023 00:46
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
აჰ რა კარგი ქალბექი, მანჩესტერულად ბრავო მაგრად გამისწორეს, მაგუაიერი მეორე ტაიმში არ იყო ურიგო, სკამისთვის თუ დარჩება შეიძლება დატოვება ასეთი თამაშით, გარნაჩო მომავალი ვარსკვლავი გვეზრდება და იმედია ასე გააგრძელებს, ბრავო ერიკ ბრავო, გილოცავთ გამარჯვებას, ყველა შესაძლო ტიტულზე დაგეშილები უნდა ვიყოთ აბა რაა ეს თასიც გვინდა.
0
№10
ავტორი: Old Red Devil
2 მარტი 2023 01:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ფინალი სიტი-იუნაიტედი...დაეწერეთ კი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top