არახალია ცნობა იმის შესახებ, რომ მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყიდება.
მათმა ამჟამინდელმა მფლობელებმა გლეიზერების ოჯახმა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს, თუმცა პროცესი ჩიხშია შესული.
The Guardian- ის მიერ გავრცელებული ცნობით, ამერიკელ ბიზნესმენებს არ აკმაყოფილებთ კატარის შეიხ ჯასიმ ბინ ჰამად ალ თანისა და ბრიტანელი მილიარდერის ჯიმ რეტკლიფის მიერ შეთავაზებული თანხა.
პოტენციური მყიდველები მზად იყვნენ გარიგებისთვის დაახლოებით 4,5 მილიარდი ევრო გამოეყოთ.
გლეიზერები, თავის მხრივ, გეგმავენ "მანჩესტერ იუნაიტედის" მინიმუმ ექვსი მილიარდის თანხის ოდენობით გაყიდვას. სწორედ ამიტომ მოლაპარაკებები ზაფხულამდე გადაიდება.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელები ინგლისურ გრანდს 2005 წლიდან ფლობენ.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.