ერთ ერთი მიმზიდველი ტრანსფერი რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში გაკეთდა.
მარსელ საბიცერი, ფეხბურთელი რომელმაც გულშემატკივრებისა და სამწვრთნელო შტაბის სიმპათიები უმალ დაიმსახურა.
თავადაც აღფრთოვანებულია "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობით და მეტიც, სურს რომ საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი კონტრაქტი გაფორმდეს ინგლისურ გრანდთან.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, საბიცერი სიამოვნებას იღებს "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშით.
ფეხბურთელს ასევე შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მთავარ მწვრთნელთან ერიკ ტენ ჰაგთან. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოა "ბაიერნი" საბიცერის გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.
განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კონრად ლაიმერი "ლაიფციგი"- დან ნაგელსმანის გუნდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
თავად საბიცერის აგენტმაც ასევე დაადასტურა, რომ ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნა ნამდვილად სიამოვნებს და რომ მისი სათამაშო სტილი შესანიშნავია პრემიერ ლიგისთვის.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.