"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა, ლეგენდარულმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ტენ ჰაგზე ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
სერ ალექსი თვლის, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი შესანიშნავად აკონტროლებს გუნდს, ახერხებს კარგი თამაშის დემონსტრირებას და სასურველი შედეგის მიღწევას.
”ერიკი სწორ გზაზე მიდის. მისი გუნდში მოყვანა ნამდვილად იდეალური გადაწყვეტილება იყო. სწორედ ამ საკადრო ცვლილებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა გუნდის დღევანდელ განვითარებაში", - ციტირებს Manchester Evening News - ი ლეგენდარული შოტლანდიელის სიტყვებს.
პრემიერ ლიგის ამჟამინდელ გათამაშებაში 24 მატჩის შემდეგ, "წითელი ეშმაკები" 49 ქულით დააგროვეს მესამე ადგილზე იმყოფებიან.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.