ექვს წლიანი ლოდინი დასრულებულია, ერიკ ტენ ჰაგმა შეძლო და "მანჩესტერ იუნაიტედს" ჟოზე მოურინიოს შემდეგ პირველი ტიტული მოაგებინა.
"წითელმა ეშმაკებმა" ფინალში ედი ჰაუს "ნიუკასლი" ანგარიშით 2-0 დაამარცხეს და ნანატრ ტიტულსაც ისტორიაში მეექვსედ დაეუფლნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად, კომენტარი ერიკ ტენ ჰაგმა გააკეთა რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
"ჩვენ კვლავ გამოვავლინეთ სწორი განწყობა, ვიბრძოლეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო.
დღეს ვერ ვაჩვენეთ სანახაობრივი ფეხბურთი, მაგრამ ვიყავით ძალიან ეფექტურები.
უპირველეს ყოვლისა, გვჭირდებოდა გამარჯვება, ჩვენ ვიმყოფებით მოგზაურობის დასაწყისში, რათა აღვადგინოთ "მანჩესტერ იუნაიტედის" რეპუტაცია, როგორც კლუბი, რომელმაც ყოველ სეზონში უნდა მოიგოს ტიტულები. ეს ჩვენი პირველი ტიტულია", - ციტირებს BBC Sport ტენ ჰაგის სიტყვებს.
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.