ცენტრალური დაცვის ხაზის საკადრო პრობლემა მოგვარებულია, მცველი რომელსაც "იუნაიტედი" დიდხანს ეძებდა - ლისანდრო მარტინესი რომელმაც თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების გული უკვე მოიგო.
ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკ შო არგენტინელზე საუბრობს და მის მიმართ საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს.
"მე ვხედავ მის თვისებებს, ვგრძნობ მის ვნებას, მის აგრესიას. ის აბსოლუტური მონსტრია.
თავიდან ბევრი კითხვა იყო მის დაბალ სიმაღლეზე, მაგრამ ჩემთვის ეს საუბრები სისულელე იყო.
საოცარი ფეხბურთელია და ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. ის გააგრძელებს განვითარებას რადგან იყოს უფრო უკეთესი ვიდრე დღეს არის", განუცხადა შოუმ PA-ს.
შეგახსენებთ, რომ ლისანდრო მარტინესი "მანჩესტერ იუნაიტედში" "აიაქსიდან" გასულ ზაფხულში გადავიდა. მას შემდეგ არგენტინელმა "წითელი ეშმაკების რიგებში 34 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა.