თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2023, 09:32
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 1165,
კომენტარები: 5
ბრუნო ფერნანდეში: ან აკეთებ, ან გარეთ ხარ და არ თამაშობ
ბრუნო ფერნანდეში ტენ ჰაგზე და მის დისციპლინაზე საუბრობს...
ბრუნო ფერნანდეში: ან აკეთებ, ან გარეთ ხარ და არ თამაშობ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდესმა ისაუბრა ერიკ ტენ ჰაგის გუნდში მუშაობაზე მიდგომებზე და დისციპლინაზე.

"რა შეიცვალა ტენ ჰაგის მოსვლის შემდეგ ? მას აქვს დიდი მოთხოვნები ფეხბურთელების მიმართ, ან აკეთებ, ან გამოეყოფი გუნდს და არ ითამაშებ. თავიდან ყველაფერი რატომღაც ასე აღიქმებოდა: "ამას აპირებ? თუ არა. და თუ დიდი მოთამაშე ამას არ აკეთებს, მაშინ რას გააკეთებ?" ის ფეხბურთელებს ეუბნებოდა თუ კონკრერული დავალების ან დისციპლინის შესრულება არ შეგიძლიათ აქ ვერ დარჩებით და გარანტირებული არასდროს გექნებათ მოედანზე თამაში. მან კი ეს ბევრჯერ გააკეთა. მან ეს გააკეთა კრიშტიანუ რონალდუსთან, მან გააკეთა ეს ჯეიდონ სანჩოსთან, და დიახ ეს გააკეთა მარკუს რაშფორდთანაც."

"მახსოვს მნიშვნელოვან თამაშზე "ვულვზის" წინააღმდეგ თამაშზე დაგვიანებული მოვიდა, იმ დროს ძალიან კარგ ფორმაში იყო ის, თუმცა მენეჯერმა უბრალოდ დატოვა ის სათადარიგოთა სკამზე."

"თავიდან ყველა ვიფიქრეთ: "როგორ მოხდა ეს? ჩვენ ძალიან გვჭირდება ის მოედანზე." თუმცა შემდეგ მივხვდით ყველა, რომ ასეც უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალგაზრდა მოთამაშეები რომლებიც აკადემიიდან არინ ჩვენს გუნდში შეხედავდენ ამ ყველაფერს და იფიქრებდნენ: "უჰ" თუ ის არაფერს აშავებს ამით შემდეგ ჯერზე ჩვენც შეგვეძლება მსგავსი რამის გაკეთება და ამით არც ჩვენ დავისჯებით“.
- აგრძელებს პორტუგალიელი.

"რაშფორდზე დღეს დიდი მოთხოვნებია. ის უნდა იყოს თანმიმდევრული ყველაფერში. დისციპლინირებული არა მხოლოდ თამაშში ან გოლების ეპიზოდში, არამედ მოედნის გარეთაც. მარკუსმა ეს დასჯა მშვიდად და უაიტყვოდ მიიღო თუმცა თამაში სკამიდან დაიწყო, გაიტანა გამარჯვების გოლი რითავ ბედნიერი იყო. მატჩის დასრულების შემდეგ ის მივიდა ტენ ჰაგთან და მადლობა გადაუხადა ნდობისა და დანერგილი დისციპლინისთვის. შემდეგ ისინი ერთად გავიდნენ მოედნიდან გაღიმებულები."

"ტენ ჰაგი არის მომთხოვნი და დისციპლინაზე შეყვარებული ადამიანი. ის მცირე წვრილმანებსაც კი აქცევს ყურადღებას და თუ რამე არ მოსწონს ყოველთვის გამოხატავს უკმაყოფილებას ჩვენს მიმართ უბრალო ვარჯიშებზეც კი."

"სწორი მიდგომაა, ხანდახან სახლში ბევრი წესების დაცვა გვჭირდება რადგან მამები ვართ. თუ ეს ასე არ გაკეთდა, მაშინ ძალიან მალე ბავშვები გახდებიან სახლის პატრონები და შენს სიტყვას ფასი დაეკარგება",
- ღიმილით თქვა მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა რიო ფერდინანდთან ინტერვიუში.
სტატიები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
25 თებერვალი 2023 10:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
dzalian cotaa fexburteli vinc am shegnebit da azrovnebit laparakobs sagol bruno !❤
1
№2
25 თებერვალი 2023 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
ღირსეული კაპიტანი❤️
1
№3
ავტორი: shotkin
25 თებერვალი 2023 14:01
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ტენ ჰააგის მაგალითზე დამტკცდა რო რონალდო ამ გუნდისთვის ზედმეტი იყო და კარიერის ამ ეტაპზე არ უნდა დაბრუნებულიყო აქ, აქედან გამომდინარე კიდე მტკიცდება რო ოლე შეეწირა პირწმინდად რონალდოს მოსვლას ეს უკვე ცხადია და ნათელი. უბრალოდ ოლეს არ ქონდა იმის გამბედაობა რონალდოს წონის მოთამაშე დაესვა სკამზე ან თუნდაც დაებლოკა მისი ტრანსფერი ვისაც აღმოაჩნდა ამის კვერცხები კი ვხედავთ რა დიდ წარმატებებს აღწევს და როგორ მიჰყავს გუნდი წინ და წინ თამაშიდან თამაშამდე .
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
26 თებერვალი 2023 18:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ფაქტია მუშაობს ერიკის მიდგომა
1
№5
ავტორი: levionok
27 თებერვალი 2023 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ასეთივე იყო ბაბუს მიდგომა იყო მკაცრი მაგრამ ასევე იყო თავის ბიჭებზე შეყვარებული კაცი და იყო ყურადღებიანი…ჩვენებურათ რომ ავ-კარგიანს ვეძახით…მომთხოვნი და ყურადღებიანი,უნდა გრძნობდეს უნდა იცოდეს რა უჭირთ თავის ფეხბურზტელებს,როცა გასაბრაზებელია უნდა გაუბრაზდეს და როცა გვერდში უნდა დაუდგეს უნდა ედგეს აუცილებლად! ტენ ჰააგსაც აქვს აშკარად ეს ბალანსი,ამას ვერ ისწავლი ეს თანდაყოლილი უნარებია და ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი მწვრთნელი თანამედროვე მწვრთნელებიდან ერთ-ერთი საუკეთესო და ვიმედოვნით რომ უახლოეს მომავალში იქნება საუკეთესო…
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top