24-02-2023, 06:45
ნანახია: 2908,
კომენტარები: 18
ერიკ ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ
მენეჯერის მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
დრამატული საღამო "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა, ერიკ ტენ ჰაგის შეგირდებმა "ბარსელონა" დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხეს.
"წითელი ეშმაკების" მენტორმა აღიარა, რომ ეს მისი ყველაზე დიდი გამარჯვებაა ინგლისური გრანდის სათავეში ყოფნის დროს.
"დიახ, იყო სხვა გამარჯვებები, "არსენალთან" და "ლივერპულთან", მაგრამ აქ ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერზეა საუბარი და ეს იყო დაპირისპირება ორი თავით.
მათი დამარცხება დიდი გამარჯვებაა.
მატჩი მთელი სისწრაფით წარიმართა, პირველებმა გაგვიტანეს, თუმცა ჩვენც გვქონდა ამის შანსი.
ანტონისა და გარნაჩოს გამოყენება გეგმის ნაწილი გახლდათ, დრიბლინგი და მეტი სისწრაფე მჭირდებოდა მეტი სივრცეებისთვის.
ორივემ თავი მშვენივრად გამოიჩინა, ამან დღეს მთელ გუნდს სტიმული მისცა.
ჩვენ გვყავს ასევე ვარანიც და ლისანდრო მარტინესიც - ამ ბიჭებს მოედანზე არავის ეშინიათ",- აცხადებს დასასრულს ტენ ჰაგი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.