თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2023, 00:27
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2656,
კომენტარები: 21
მიმოხილვა: იუნაიტედი 2-1 ბარსელონა
დღევანდელი მატჩის განხილვა.
მიმოხილვები
21 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
24 თებერვალი 2023 00:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ლამის მშობიარობის სტრესი განვიცადე wink wink გამოწურული ლიმონივით ვარ.დაბრუნდა მანჩესტერი ახლა დანამდვილებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ.გილოცავთ ძმებო სულ ასე გახარებული ყოფილიყავით

მენტალურად ეს გამარჯვება გუნდზე ძალიან მაგრად იმოქმედებს.ახლა ტიტული გვინდა ზეგ და ვსიო
1
№2
ავტორი: ILoveUtd
24 თებერვალი 2023 00:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
ერიკა მაგრად ნერვიულობდა, ძალიან მაგარი მწვრთნელის ხელში ვართ და ძალიან ბევრი წარმატება იქნება. ყველას გილოცავთ
1
№3
ავტორი: bero123
24 თებერვალი 2023 00:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ეხლა შეგვიძლია თამად ვთქვათ რო ჩვენი გუნდი დაბრუნდა ბიჭებო. მომაცალი სეზონიდან პრემიერ ლოგის დედის წიოკს ვიწყებთ:D
1
№4
ავტორი: Dato kutaisi
24 თებერვალი 2023 00:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: bero123
ეხლა შეგვიძლია თამად ვთქვათ რო ჩვენი გუნდი დაბრუნდა ბიჭებო. მომაცალი სეზონიდან პრემიერ ლოგის დედის წიოკს ვიწყებთ:D

ზეგინდელი ფინალის გარდა თუ ყველა ტურნირს დავიკიდებთ ამ სეზონშივე შეგვიძლია პრემიერ ლიგაზე ჭიდაობა
0
№5
ავტორი: Svanchester
24 თებერვალი 2023 00:34
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
როგორ მენატრებოდა ასეთი იუნაიტედი, მებრძოლი, კომპაქტური, კრეატიული, სწრაფი შემტევი დატვირთული ფლანგები ცენტრი, შესანიშნავი საღამო, მადლობა ტენ ჰაგს და ბიჭებს ამ სიამოვნებისთვის, უდიდეს განაცხადებს ვაკეთებთ მატჩიდან მატჩამდე იმისთვის რომ ხმამაღლა ვთქვათ ჩვენ ვბრუნდებით. დე ხეა როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო ჰქონდა კარგი სეივი, უბრალოდ ერთ მომენტში ფეხით პირველ ტაიმში შეცდომა დაუშვა გადავრჩით მეორე გოლს, ლისანდრო ვარანი დუეტი რომელსაც დიდხანს ველოდებოდით დაცვის ცენტრში, ბისაკა შოუ ფლანგები რომლებმაც დატვირთვა შესანიშნავად განახორციელეს, ბისაკა გამოაცოცხლა რეშფორდივით ჰაგმა ხოლო შოუ უფრო დაღვინდა საიმედო მოთამაშე გახდა უფრო და უფრო ბრავო, კაზემირო მართლაცრომ ჰაიდელბერგ ცემენტ ბეტონია, ბრუნო ნამდვილი კაპიტანი ქარიზმა სიუხეშე მანჩესტერული სული, პირველი ტაიმის მომენტი კარგი იქნებოდა რომ შეეგდო მაგრამ ანტონის გოლში უდიდესი წვლილი მიუძღვის, ვეგჰორსტის დანიშნულება გოლების გატანა ამ ეტაპზე არ არის იმედია ტენ ჰაგი ერთი დღე ეტყვის რომ გოლებიც უნდა შეყაროს, ანტონის ძაან სჭირდებოდა ეს გოლი, ფრედი მაოცებს როგორ მიხარია მაგის პროგრესი, გარნაჩო კი საიმედო მომავალი გვყავს ახალი კონტრაქტი მოდის 5 წლიანი, ბრავო ტენ ჰაგს ბრავო ბიჭებს შესანიშნავი საღამო იყო.
1
№6
ავტორი: LASHQARA
24 თებერვალი 2023 00:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მადლობა ტეენ ჰააგ ამ სიამოვნებისთვის, გილოცავთ ყველას, მანჩესტერი დაბრუნდა ძველი დიდებით love am
0
№7
ავტორი: dzia_David
24 თებერვალი 2023 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ბოლო წუთები მიდის ვიგებთ და გუნდი სრულ პრესინგზე დგას. ისე იხარჯებიან და დარბიან შთაბეჭდილება გრჩება გუნდისთვის საჭირო რო გახდეს თავს გაწირავენო. როგორი ფსიქოლოგიური შემართება. სწორი და დროული ცვლილებები. რესურსის სრული გამოყენება. 4 ტურნირზე ძალების გადანაწილება ისე რო გუნდს დაღლა არ ეტყობა. ტაქტიკური მონახაზები თამაშის დაწყებამდე და როტაციები, ტაქტის ცვლილება მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე. საოცარი მუხტი, სრული დისციპლინა ეტყობა ყველას გუნდში. მოგებული თამაშების შემდეგ როგორც წესი კონკრეტულ მოთამაშეებს გამოვარჩევთ ხოლმე მაგრამ ამჯერად მადლობა მხოლოდა და მხოლოდ ტენ ჰააგს, ამ ყველაფრისთვის.
გილოცავთ ყველას, შემდეგ წელს უკვე ლიგის პლეი ოფში გვეზეიმოს ამათთან გამარჯვება უფრო გაძლიერებული გუნდით.
1
№8
ავტორი: onlyred
24 თებერვალი 2023 00:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: bero123
ეხლა შეგვიძლია თამად ვთქვათ რო ჩვენი გუნდი დაბრუნდა ბიჭებო. მომაცალი სეზონიდან პრემიერ ლოგის დედის წიოკს ვიწყებთ:D

ზეგინდელი ფინალის გარდა თუ ყველა ტურნირს დავიკიდებთ ამ სეზონშივე შეგვიძლია პრემიერ ლიგაზე ჭიდაობა

არსენალი აჭრილია.
სიტი 3 ქულაშია, რატომაც არა
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
24 თებერვალი 2023 00:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ვან ბისაკა ძალიან სცოდავდა და დროულად გაიყვანა.სულ სივრცეები რჩებოდა მის ფლანგზე და დაბრუნებას ვერ ასწრებდა უფრო მოსეირნობდა.ვეგჰორსტის პირველ ჯერზე დაყენება როგორც ნახევარცმველის იყო გამართლებული ისიც პირველ ტაიმში ნოუ კამზე,მეორე ტაიმში იქვე უკვე ძალზედ უსარგებლო იყო დაჟე იმ დანიშნულებით რის გამოც იყო უკან დახეული.მარტო მაგას ვაკვირდებოდი და 2 თამაშში ჯამში თავი მოიგო ზუსტად 2ჯერ.ჭიდაობისთვის უფრო მოძრავი მოჭიდავეებიც გვყავს და შესაბამისად მიხვდა ჰაგი რომ არ გამოადგებოდა მეორე ტაიმში და კიდეც შეცვალა.როგორც კი გაიყვანა ყველა თავის პოზიციას დაუბრუნდა და დალაგდა კიდეც ყველაფერი.ასეთი სიურპრიზები კარგია ერთჯერადად. აი მაჟრიალებდა ცენტრში რო ვხედავდი ვერგჰოსტს საშინელი პერიოდი მახსენდებოდა როცა ფელაინი გყავდა ყველგან ცენტრშიც დაცვაშიც და თავდასხმაში.მოკლედ ამაღამ დამეძინება უბედნიერესს.ევროპა ლიგა მახატია ძაან ბარსას გამოგდება ასე კაი თამაშით ასე ბოლომდე სტატისტიკითაც რო გადავუარეთ და მანჩესტერული ქამბექით.კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და ერთი ათასად მოგებები და ბედნიერი საღამოები
0
№10
ავტორი: Lalana
24 თებერვალი 2023 00:43
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
იმდენად ემოციურად ვარ დატვირთული რომ აზრზე არ ვარ რა დავწერო,არა და თავში ძალიან ბევრი აზრი მიტრიალებს.პირველი ტაიმი ჩავაგდეთ,აშკარად ფლობდა უპირატესობას ბარსა,მაგრამ ტენ ჰააგს ყოჩაღ,მეორე ტაიმისთვის სრულიად გარდაქმნა გუნდი და ამას დამატებული შეცვლებიც ზუსტად იქ იყო რაც გუნდს ჭირდებოდა და სადაც გუნდს უჭირდა.მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო,ჯერ მარტო იმ ფონზე რომ ესპანურ გუნდებთან საშინლად გვიჭირს და მეორე ბარსელონას მომენტიც იყო.ეს ნამდვილად არ გავდა ევროპა ლიგის მატჩს,უფრო ჩემპიონთალიგური მატჩიდან იყო.მთავარი ისაა,რომ სწორად ვითარდებით და მთავარია ასე გავაგრძელოთ,პირველი გოლი რომ გაგვიტანეს საერთოდ არ მქონია შიშის მომენტი,დარწმუნებული ვიყავი რომ ჩვენც გავუტანდით და ამ თამაშს არ დავთმობდით.ყოჩაღ ბიჭებს,ბოლო წუთებშიც კი პრესინგს თამაშობდნენ და ასეთი რამ დასაფასებელია.ძალიან მალე უკვე ფინალი გაქვს და ასეთი დატვირთული კალენდრის ფონზე რთული იქნება ნიუკასლთან თამაში,მაგრამ მანდაც ყველაფერი უნდა დადონ და ერიკმა პირველი თასი უნდა წამოიღოს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top