ევროპა ლიგის საპასუხო მატჩი მოახლოებულია, ერიკ ტენ ჰაგი და მისი შეგირდები "ოლდ ტრაფორდზე" ხავის თერთმეტეულს უმასპინძლებენ.
ჟურნალისტებთან საუბრისას ნიდერლანდელმა მენეჯერმა მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ესპანური ბარიერის დასაძლევად დღეს საუკეთესო ფეხბურთი უნდა აჩვენოს.
"როცა შენი მეტოქე "ბარსელონაა", მოგებისთვის საუკეთესო ფეხბურთი უნდა აჩვენო, წინააღმდეგ შემთხვევაში შანსი არ გექნება.
ჩვენ გვსურს წინსვლა, ამიტომ საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ", - ციტირებს "წითელი ეშმაკების" პრეს-სამსახური ერიკ ტენ ჰაგის სიტყვებს
მატჩი დღეს თბილისის დროით 23:59 სთ-ზე აიღებს სტარტს.