"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოახლოებული შეხვედრის წინ ლ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ინგლისური გრანდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გუნდებმა "კამპ ნოუზე" გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, ტაბლოზე ანგარიში 2-2 დაფიქსირდა.
"ვფიქრობ, მეორე ეტაპი პირველის მსგავსი იქნება. "იუნაიტედი" შეეცდება აქტიურად ზეწოლას, რადგან ამას ადგილობრივი საზოგადოება და გულშემატკივრები ითხოვენ.
ველოდებით ერთ-ერთ საუკეთესო მატჩს, რომელიც ევროპულ ფეხბურთში დღეს ჩანს.
ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. ჩემი აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. რთული გამოცდა გველოდება, მაგრამ წარმატების კარგ შანსს შევინარჩუნებთ", - განაცხადა ცისფერი ბროწეულისფერთა მენეჯერმა პრეს-კონფერენციაზე.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.