23-02-2023, 08:28
ნანახია: 1132,
კომენტარები: 8
"ნაპოლი" მზად არის
სავარაუდო ტრანსფერი ზაფხულში.
ახალი პოგბა იტალიიდან, იმ გაგებით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა კიდევ ერთ იტალიურ კლუბს კოლოსალური თანხა გადაუხადოს ფეხბურთელის სანაცვლოდ.
"წითელ ეშმაკებს" შესანიშნავად მოასპარეზე დამრტყმელი ძალა ვიქტორ ოსიმჰენის შეძენა სურთ.
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, როგორც ჩანს, მზადაა გაყიდოს ფეხბურთელი.
Mirror-ის მიერ გავრცელებული ცნობით "ნეაპოლელთა" ბოსი ფიქრობს, რომ კლუბი უკვე მომწიფებულია ნიგერიელთან მომგებიანი განშორებისთვის.
"არსებობს შემოთავაზებები, რომლებზეც უარს ვერ იტყვი", - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმჰენი თავის ამჟამინდელ კლუბში 2020 წლიდან თამაშობს, მანამდე კი მოთამაშე ფრანგული "ლილის" ღირსებას იცავდა.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.