არ არის გოლები მაგრამ არის შესრულებული შავი სამუშაო რომელსაც ერიკ ტენ ჰაგის ფორმაციებში შესანიშნავად ასრულებს ვუთ ვეგჰორსტი.
მის ასპარეზობას შეფასება კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმაც მისცა და ვუთის მიმართ საქებარ სიტყვებს არ დაზარდა.
30 წლის თავდამსხმელმა, "წითელი ეშმაკების შემადგენლობაში" ათ მატჩში მიიღო მონაწილეობა სადაც მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო თუმცა, როგორც ერიკ ტენ ჰაგმა აღნიშნა, ის მოედანზე ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს.
"მე მომწონს ვეგჰორსტი. გასულ სეზონში ხალხი გამუდმებით განიხილავდა რონალდუს პრესინგზე თამაშის ნაკლებობას - ვუთი კი კარგია ამ ასპექტში.
ის ასევე სასარგებლოა მრავალი სხვა თვალსაზრისით, მისი მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გუნდისთვის.
ვეგჰორსტს არ გააჩნია ის თვისებები, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს უნდა ჰქონდეს, მაგრამ მის გარეშე, ვფიქრობ, გუნდი იმას ვერ გააკეთებს ისე, როგორც ახლა აკეთებს", - ციტირებს სატელევიზიო ექსპერტის გარი ნევილის სიტყვებს United Zone.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.