"ლესტერის" წინააღმდეგ გუშინ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, გუნდის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ბრუნო ფერნანდეშმა, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, საკუთარი თანაგუნდელის მარკუს რეშფორდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
25 წლის ფორვარდმა "მელიებთან" დუბლი შეასრულა, ამ სეზონში რეშფორდმა თავისი 23-ე და 24-ე გოლი გაიტანა და ერთ სეზონში გატანილი გოლებით პირადი საუკეთესო მაჩვენებელი დაამყარა.
"მაშინვე მივულოცე მას, რადგან ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიღწევა მისთვის.
ჩვენ გვინდა დავეხმაროთ მას ამჟამინდელი ფორმის შენარჩუნებაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ გუნდი აგრძელებს გამარჯვებას და ამას თავად მარკუსიც აფასებს.
თუმცა, სანამ ის ამდენ გოლს გაიტანს, გამარჯვებების მიღწევა გაგვიადვილდება", - ციტირებს Astro პორტუგალიელის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ თავად ფერნანდეშმა აღნიშნულ შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა პირად აქტივში.
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.