20-02-2023, 08:17
ნანახია: 775,
კომენტარები: 3
რეშფორდი: "კარგი დღე იყო"
მარკუს რეშფორდის მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
ინგლისის ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის მატჩში "ლესტერმა" "მანჩესტერში" დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა და ერიკ ტენ ჰაგის გუნდთან 0:3 დამარცხდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა ამ მატჩში ორჯერ გაიტანა და ბოლო მატჩის შედეგით კმაყოფილება გამოხატა.
"კარგი დღე იყო. მეტოქეს შანსები ჰქონდა, მაგრამ დავიდ დე ხეამ გადაგვარჩინა.
რომ არა ის, ჩვენ ძნელად მოვიპოვებდით გამარჯვებას.
პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში დაწინაურებისათვის ვიბრძვით, მაგრამ წინ ორი დიდი გუნდი გვყავს, რომლებიც ძლიერ ფეხბურთს თამაშობენ.
ამიტომ, უფრო მეტს ვფიქრობთ და საკუთარ თავზე ვართო კონცენტრირებულები და ვაგროვებთ ქულებს", - ციტირებს Sky Sports-ი მარკუს რაშფორდის სიტყვებს.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.