თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2023, 06:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 945,
კომენტარები: 4
ტენ ჰაგი: "ვეგჰორსტი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია"
მენეჯერი მატჩის შემდეგ.
ტენ ჰაგი:
წარმატებული სვლა გრძელდება, ბრენდან როჯერსის "ლესტერი" დამარცხებულია საჩემპიონო რბოლაში ერიკ ტენ ჰაგი და მისი შეგირდები აქტიურად არიან ჩართულნი.

გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ "წითელი ეშმაკების" მენეჯერმა ტრადიციულად ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარი შეგირდი შეაქო.

საქმე ეხება ვუთ ვეგჰორსტს, რომელიც მიუხედავად იმისა რომ სტატისტიკის მიხედვით შედეგიანი ვერ არის თუმცა მისი მოქმედებები მოედანზე სარგებლის მომტანია გუნდისთვის.

"ბურთისთვის ბრძოლას იგებს, ზეწოლას ახდენს მოწინააღმდეგეზე. შეტევების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

თუ გადავხედავთ ჩვენს მესამე გოლს, ნათლად დაინახავთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას თავისი მოძრაობებით.

ვეგჰორსტმა ბრუნსა და რეშფორდს გაუხსნა სივრცე გოლის გასატანად, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

ახლა ჩვენ სატიტულო რბოლაზე ვფიქრობთ
ხუთშაბათს გვაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში "ბარსელონას" წინააღმდეგ ევროპა ლიგაზე და მთელი ჩვენი ფიქრები ამისკენაა მიმართული. უნდა ვიბრძოლოთ მოედანზე, გულშემატკივრებმა კი "ოლდ ტრაფორდი" ციხესიმაგრედ უნდა აქციონ",-
განაცხადა ტენ ჰაგმა.
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
20 თებერვალი 2023 07:18
  • სიახლეები: 2782
  • კომენტარები: 3862
მაგარი იმედი მაქვს ამ კაცის, როგორც იქნა ფერგის მერე შესაფერისი მენეჯერი გვყავს.
2
№2
ავტორი: Old Red Devil
20 თებერვალი 2023 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ვოუტის სტატისტიკა ვნახე,მგონი სკაიზე,ჩვეულებრივი ჩამშლელია და ფლეიმეიქერი რომელიც თავდამსხმელის უკან შავ საქმეს აკეთებს..კაი,მუშაა ცხენია.
2
№3
ავტორი: ikeoni
20 თებერვალი 2023 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11439
martla saocar samushaos asrulebs
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2023 15:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცოტა რო გამართლებოდა გოლსაც გაიტანდა
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top