ევროპა ლიგის გასულ მატჩში გატანილი გოლით, "მანჩესტერ იუნაიტედის" დამრტყმელი ძალა მარკუს რეშფორდი გახდა კლუბის პირველი ფეხბურთელი 1999 წლის შემდეგ, რომელმაც "კამპ ნოუზე" გოლი გაიტანა.
გუნდის ისტორიაში ბოლო გოლი რაშფორდამდე, ესპანელთა აღნიშნულ მოედანზე, ოლე გუნარ სოლსკიაერმა 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის მიმდინარე წილისყრის 1/16 ფინალში უპირისპირდებიან ერთმანეთს.
პირველ ჩატარებულ შეხვედრაში გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, ყველაფერი კი ინგლისში "ოლდ ტრაფორდზე" გადაწყდება.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.